ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ქალთა დღეს გრანდიოზული ღონისძიება მიეძღვნა 
18-03-2026

ვიქტორ ჰოვსეფიანის სახელობის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ლამაზად აღინიშნა. 

გაიმართა ღონისძიება, რომელიც რომელიც ძვირფასი ქალბატონებისთვის სიყვარულისა და პატივისცემის დადასტურებას ემსახურებოდა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, ხაზი გაუსვეს ქალის როლს საზოგადოებაში და საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიება სავსე იყო სიხარულითა და ენთუზიაზმით -  მოსწავლეებმა წარმოადგინეს საცეკვაო ნომრები, შეასრულეს სიმღერა, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლიც გაითამაშეს. 

ღონისძიება კი თბილი სიტყვებითა და გულწრფელი მილოცვებით დაგვირგვინდა. 

„ეს დღე ყველასთვის ბედნიერი და დასამახსოვრებელი იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში და სიამაყით იხსენებენ ამ დღის ემოციებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203