
თბილისის N103 საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად, ლამაზი გრძნობების გაზიარებას ასწავლიან.
სწორედ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა პირველ კლასში, პედაგოგ მანანა აკოფაშვილის მოწყობილი აქტივობა, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „შვილის თვალებში მზე თუ იცინის, დედისთვის მუდამ გაზაფხულია“...
„ჩვენმა პირველკლასელმა გოგო-ბიჭებმა პოზიტიურ და მხიარულ დედიკოებს უმასპინძლეს. (დამრიგებელი მანანა აკოფაშვილი) ეს იყო ემოციურად დატვირთული და საოცრად ლამაზი დღე. მათ დედებს პატარა ხელებით დამზადებული მისალოცი ბარათები აჩუქეს. ყველამ ერთად ვეცადეთ გაგვეგო, როგორ იცნობენ ისინი თავიანთ შვილებს“,- გვიყვებიან სახალისო აქტივობის შესახებ სკოლაში.
პატარები ასევე ესტუმრნენ ხის სახელოსნო „კოდალას“, სადაც ასევე დაუვიწყარი დრო გაატარეს და მშობლებთან ერთად დადებითი ემოციით დაიმუხტნენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო