ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის საინტერესო და შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო: Present Simple, Past Simple, Present Continuous და Past Continuous დროები და მიზნად ისახავდა მოსწავლეების მიერ აღნიშნული დროების განმტკიცებას, სწორად გამოყენებასა და ერთმანეთისგან გარჩევას.
მეშვიდე კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში. მათ შეასრულეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის: წინადადებების შედგენა, დროების შედარება, დიალოგების შექმნა და პრაქტიკული დავალებები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილი გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, თანამშრომლობითი მუშაობით და პოზიტიური სასწავლო გარემოთი. გამოყენებული მეთოდები ხელს უწყობდა კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებას.
ღია გაკვეთილმა დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია და დადებითად შეფასდა როგორც შინაარსობრივი, ისე მეთოდური თვალსაზრისით.
იხილეთ ფოტოები: