თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული არტილერიის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ
18-03-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული არტილერიის დღესთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

13 მარტს თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები დირექციასთან, სამხედროს მასწავლებელ ფარსადან კვარაცხელიასთან და კლასის დამრიგებლებთან (თეა მაისაია, ეთო ცერცვაძე, მანანა ზივზივაძე, ეკო ჯაფარიძე, ლაურა ესაძე, ლია ნასარიძე) ერთად დაესწრნენ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც V საარტილერიო ბრიგადაში, ქართული არტილერიის დღის აღსანიშნავად.

მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სამხედროების საქმიანობას, არტილერიის ისტორიასა და მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვის საქმეში.

მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ქართული არტილერია ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. არტილერისტებმა არაერთ ბრძოლაში გამოიჩინეს სიმამაცე და პროფესიონალიზმი, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტამიშის ბრძოლა აფხაზეთის ომის დროს, სადაც ქართველმა მებრძოლებმა გმირულად იბრძოლეს სამშობლოს დასაცავად.

მოსწავლეები დაესწრნენ საზეიმო და დაჯილდოების ღონისძიებას. დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა, მოუსმინეს სამხედროებს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მარადიულ ცეცხლთან და გმირების ობელისკთან პატივი მიაგეს სამშობლოსთვის დაღუპული გმირებს; დარგეს ახალი ნერგები; მოსინჯეს ძალები პეინტბოლში. გაისირნეს კვადროციკლებით და მიიღეს მონაწილეობა „მხიარულ სტარტებში“, სადაც წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს.

საზეიმო დღის ბოლოს მოსწავლეებს სადილით გაუმასპინძლდნენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პოზიტიურმა აქტივობებმა დადებითად დაანახა მოსწავლეებს სამხედეო კარიერა და სურვილი გამოთქვეს მომავალში ამ სფეროში გააგრძელონ საქმიანობა.

„ამ დღეს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულისა და ქვეყნის თავდაცვის მნიშვნელობას. მადლობას ვუხდით V საარტილერიო ბრიგადას გულთბილი მასპინძლობისა და საინტერესო, დასამახსოვრებელი დღის ორგანიზებისთვის. ვულოცავთ ყველა არტილერისტს პროფესიულ დღეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ქართული არტილერიის დღე 15 მარტს აღინიშნება. 

იხილეთ ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203