
თბილისის N117 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული თუ შემოქმედებითი ცხოვრება მხარდაჭერილია, მათი მრავალმხრივი განვითარება წახალისებული, მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის - ნინო ქორიძის წარმატებით ხარობენ. მოსწავლე საერთაშორისო სპორტული ტურნირიდან გამარჯვებით დაბრუნდა.
ნიდერლანდებში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომაში, სადაც საქართველოს გუნდმა წარმატებით წარადგინა ქვეყანა. არსებულ ტურნირში წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა, თბილისის N117 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ქორიძემ.
სკოლაში მოსწავლეს წამრტაბას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს ჩვენს ჩემპიონს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს ევროპის ასპარეზობაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატივრობენ.