ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში
18-03-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს აქტიური მოქალაქეობისა და ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობა.

XII კლასის მოსწავლე სალომე ეჯიბია და IX კლასელი ბარბარე დათიაშვილი აქტიურად შეუერთდნენ ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ მოსწავლეთა ვიდეოკონკურსს, რომელიც ისრაელის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შექმნეს შთამბეჭდავი ვიდეონამუშევრები: „სინათლე ფანჯრებს მიღმა“ „მუსიკა ნანგრევებში“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნამუშევრებში მათ ასახეს ჰოლოკოსტის ისტორიული გაკვეთილები და ის მორალური გზავნილები, რომლებიც კაცობრიობისთვის დღემდე აქტუალურია. ვიდეოები გამოირჩეოდა ემოციური სიღრმით, შემოქმედებითი ხედვითა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით.

სკოლის ბაზაზე გამართული პრეზენტაციების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათი შრომისა და მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერების აღიარებაა.

„სალომესა და ბარბარეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ისტორიის ცოდნა მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის - ეს არის გზა უკეთესი, უფრო ჰუმანური მომავლის შესაქმნელად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203