სამტრედიის N4 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგმა ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში სტაჟირება გაიარა
09-07-2018
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ნინო სტურუამ დაინტერესებულ პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვერდა ჩაატარა. ნინო სტურუა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) სტაჟირებაზე იმყოფებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგი დაბრუნებისთანავე შეუდგა მოსწავლეებისა და კოლეგებისთვის უახლესი ინფორმაციის მიწოდებას.
„მან კოლეგებსა და აღსაზრდელებს მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა დარგების განვითარებაში ფიზიკის როლზე უახლოესი ინფორმაცია გააცნო, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ ტექნიკა და ტექნოლოგიები საოცარი სისწრაფით ვითარდება, რასაც დიდწილად თანამედროვე ფიზიკის მიღწევები განაპირობებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია