ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძვირფას ქალბატონებს ღონისძიება მიუძღვნეს
18-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა. 

ღონისძიებაში სახელწოდებით -„8 მარტი“, დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც ძვირფას ქალბატონებს - დედებს, ბებიებსა და მასწავლებლებს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს დღესასწაული. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და აღნიშნეს ქალის როლი საზოგადოებაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასის დამრიგებლები, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

პატარებმა წარმატებით გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები: მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი ნორაირ აკოპიანი, რომელმაც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე და  მადლობა გადაუხადა მათ აქტიურობისა და საინტერესო ღონისძიებისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203