
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, (კლასის ხელმძღვანელი შორენა ჩაფიძე) სადამრიგებლო საათის ფარგლებში, მოაწყვეს მინი სპექტაკლი- „დიდი მხატვრები ბავშვებისათვის“ დადგეს.
მოსწავლეებმა მოირგეს გამოჩენილი მხატვრების როლი და წარმოადგინეს მათი ყველაზე ცნობილი ნახატები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სპექტაკლის მიზანი იყო მოსწავლეებში თვალსაწიერის გაფართოება.
ღონისძიება საინტერესო, შემეცნებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა როგორც მონაწილეებისთვის, ისე დამსწრეებისთვის.
„ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას და მათ შემოქმედებით განვითარებას“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებენ.
იხილეთ ფოტოები: