თბილისის N142 სკოლის მოსწავლეებმა - დემეტრე გვანცელაძემ და ნია გვანცელაძემ რაპირით ფარიკაობის ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
18-03-2026

თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ლ. კირკიტაძის სახელობის რაპირით ფარიკაობის ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს თბილისის №142 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

დემეტრე გვანცელაძემ ტურნირზე შესანიშნავი შედეგი აჩვენა, მოიპოვა I ადგილი და გახდა ოქროს მედლის მფლობელი.

ასევე წარმატებით გამოვიდა ნია გვანცელაძე, რომელმაც დაიკავა II ადგილი და მოიპოვა ვერცხლის მედალი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებასა და გამარჯვებას მომავალშიც!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203