წინარეხის საჯარო სკოლაში „ოკუპაციის კვირეული“ გაიმართა
18-03-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

თებერვლის მიწურულს სკოლაში „ოკუპაციის კვირეული“ გაიმართა, რომელმაც არაერთი ღონისძიება გააერთიანა. 

105 წლის წინ დაკარგული თავისუფლებაზე საუბარი, 1921 წლის თებერვლის მოვლენების ტრაგიკული ვითარების გახსენება და იუნკერებისადმი პატივისცემის ნიშნად, საქართველის ძველი და ახალი ჰიმნების ფონზე ჩატარებული ღონისძიება მატად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

25 თებერვალს კი „ოკუპაციის კვირეულის“ დასასრულს წინარეხის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს და ისტორიის მასწავლებლის - ია ირემაშვილის პროექტის - „ჩვენი სახელოვანი თანამემამულენი“ ფარგლებში, იუნკერებთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. 

23 თებერვალი - ქართველი იუნკერების ხსოვნის დღეა. 25 თებერვალს კი 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას ვიხსენებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203