ითხვისის N2 სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურით დედაქალაქს სტუმრობდნენ
18-03-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგაზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურით დედაქალაქს სტუმრობდნენ: დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ჰოლოზეუმი, მეტეხიდან გადმოხედეს ძველ თბილისს,  მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგეს დიდი ადამიანების ხსოვნას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საინტერესო ინფორმაციით დატვირთულმა დღემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბავშვების მეხსიერებაში.

„მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კარგად გამოიყენეს საგაზაფხულო არდადეგები“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლე-მასწავლებელთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203