„დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო“ - თბილისის N124 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა ამაღელვებელი ღონისძიება 
18-03-2026

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყველაზე ძვირფასი ადამიანების - დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ემსახურებოდა. 

მე-2 კლასის მოსწავლეებმა გამართეს ემოციური და გულწრფელი ღონისძიება სახელწოდებით: „დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო“.

პატარებმა ლექსებით, სიმღერებითა და გულით ნათქვამი სიტყვებით დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რამდენად დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს დედის სიყვარულს.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი აზა ქარქაშაძე, რომელიც მოსწავლეებს საგნებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლის. 

„განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღვნიშნეთ დედის დღე. მადლობა ყველა დედას უსაზღვრო სიყვარულისთვის, ზრუნვისა და თავდადებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მუდამ თქვენი შვილების წარმატებებით გახარებულ გულს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203