
თბილისის N219 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით.
სკოლაში გრძელდება საგნობრივი კათედრების კვირეულები. 2-დან 6 მარტის ჩათვლით ესთეტიკური აღზრდის კათედრის მასწავლებლებმა: ლამარა ჭინჭარაულმა, ნათია კალანდაძემ, ნათია მაჭავარიანმა და მაია მამულაშვილმა მოაწყვეს შემდეგი აქტივობები:
2 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, განხორციელდა პროექტი „დედა სიცოცხლის წყაროა“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება და წარმოჩენა. წარმოდგენილი იყო თემასთან დაკავშირებული გამოფენა, ნახატების პრეზენტაცია, ლექსები და სიმღერები.
4 მარტს, მუსიკის მასწავლებელმა ნათია კალანდაძემ წარმოადგინა სასწავლო პროექტის - „გია ყანჩელი“ პრეზენტაცია, 5 მარტს კი პედაგოგმა, ნათია მაჭავარიანმა წარმოადგინა პროექტი „ოპერა“.
6 მარტს, მასწავლებელმა მაია მამაულაშვილმა Iბ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე -„ხაზები და გეომეტრიული ფორმები“.
სკოლაში მადლობას უხდიან მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის და საინტერესო აქტივობებისთვის.
იხილეთ ფოტოები: