
სკოლა „ცოდნაში“ მათემატიკური დღესასწაული მოეწყო.
14 მარტს, სკოლაში π (Pi) რიცხვის საერთაშორისო დღე და ალბერტ აინშტაინის დაბადების დღე აღინიშნა.
VIII, IX და X კლასების მოსწავლეები ამ მნიშვნელოვან თარიღსაც განსაკუთრებული აქტივობებით გამოეხმაურნენ.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს π რიცხვის მნიშვნელობაზე მათემატიკაში, მის გამოყენებაზე მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, ასევე წარადგინეს საინტერესო ფაქტები აინშტაინის ცხოვრებისა და მეცნიერული მოღვაწეობის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები, დაწერეს სიმღერა და შემოქმედებითი ფორმით წარმოადგინეს მეცნიერებისადმი საკუთარი ხედვა.
განსაკუთრებული ინტერესით ჩაიარა აინშტაინის იმიტაციურმა წარმოდგენამ, სადაც ერთ-ერთმა მოსწავლემ ცნობილი მეცნიერის როლი მოირგო და აუდიტორიას მისი იდეები და ხედვები გააცნო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების, კვლევისა და შემოქმედებითი აზროვნების წახალისება სასკოლო გარემოში.
„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, შემეცნებითი ინტერესისა და მეცნიერებისადმი სიყვარულის განვითარებას“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეებს მათემატიკას სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობებით ასწავლიან.
14 მარტს მთელ მსოფლიოში აღინიშნება π (Pi) რიცხვის საერთაშორისო დღე, რომელიც ასევე უკავშირდება უდიდესი მეცნიერის - ალბერტ აინშტაინის - დაბადების დღეს.
იხილეთ ვიდეო: