თბილისის N133 სკოლაში შთამბეჭდავი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
18-03-2026

თბილისის N133 საჯარო სკოლაში, ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, გაიმართა განსაკუთრებული და შთამბეჭდავი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება.

თეატრალური უნივერსიტეტის ახალგაზრდულმა დასმა, რეჟისორ ანდრია ვაჭრიძის ხელმძღვანელობით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს წარუდგინა სპექტაკლი, რომელიც მიეძღვნა იუნკერთა გმირობასა და სამშობლოსთვის თავდადებას.

სპექტაკლი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ემოციური დატვირთვითა და ძლიერი მესიჯით, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა თავისუფლების, ღირსების და სამშობლოს სიყვარულის მნიშვნელობაზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების, ღირებულებითი აზროვნებისა და ისტორიული ცნობიერების გაღრმავებაში.

„მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ამ შთამბეჭდავი დღისთვის ! მადლობა ჩვენი სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელს დეკანოზ მამა დავით ტატანაშვილს ამ შესაძლებლობისთვის!

განსაკუთრებული სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ ნახოს და შეიგრძნოს მსგავსი შინაარსის წარმოდგენები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203