საბეჭისის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ლევან ხინიკაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
18-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

10-13 მარტს, ქალაქ გორში ჩატარდა 15 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობდა საბეჭისის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე (48კგ) ლევან ხინიკაძე, რომელმაც როგორც წინა შეჯიბრებებზე, ახლაც ასახელა საბეჭისის სკოლა, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და დაეუფლა ბრინჯაოს მედალს.

საბეჭისის საჯარო სკოლა ულოცავს ლევანს და შემდგომ უფრო დიდ წარმატებას უსურვებს თავის პირად მწვრთნელ ელიზბარ გოგიტიძესთან ერთად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203