საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბილინგვური განათლების ფარგლებში, თემებს არა მხოლოდ თეორიულად სწავლობენ, არამედ პრაქტიკული აქტივობებითაც იაზრებენ
18-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

„მე და საზოგადოება“ მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი ერთობლივად გეგმავენ და წარმართავენ სასწავლო აქტივობებს, რაც ხელს უწყობს ეფექტიან და ხარისხიან სწავლებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია „მე და საზოგადოების“ სწავლება მე-3 კლასში, სადაც გაკვეთილები იმართება შემოქმედებით, მეგობრულ გარემოში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების ინტერესის შენარჩუნებას, აქტიურ ჩართულობასა და მოტივაციის ზრდას.

ბილინგვური განათლების ფარგლებში მოსწავლეები თემებს მხოლოდ თეორიულად კი არ სწავლობენ, არამედ პრაქტიკული აქტივობებითაც იაზრებენ, რაც მათ ცოდნას უფრო ღრმასა და მდგრადს ხდის.

საგნის მასწავლებელი ანჟელა ნალბანდიანი გახლავთ. ბილინგური სწავლების სპეციალისტი ანნა თევანიანია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203