კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები სკოლებში უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა
17-03-2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა, ძალადობის პრევენციისა და ეფექტური რეაგირების საკითხებზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ონლაინ-ტრენინგი გაიარა.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეული ქორწინების რისკები და მისი პრევენციის გზები, ასევე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის ამოცნობა და მისი იდენტიფიცირების პრაქტიკული მიდგომები.

სასწავლო პროცესს უძღვებოდნენ ის მანდატურები, რომლებმაც უკვე გაიარეს შესაბამისი საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენინგები.

მანდატურის სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროული გამოვლენა. სწორედ ამიტომ, სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203