„არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა“ - თბილისის N39 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
17-03-2026

თბილისის N39 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

მე-10¹ და მე-10⁶ კლასების მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის - მარი გერგეშანიას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს პროექტი - „არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა“. 

ბავშვებმა ისაუბრეს დმანისის, თრიალეთის, გრაკლიანის აღმოჩენების შესახებ. ასევე, შავი ფარაონების, მაიას სამფლობელოს, სუაჰილის იმპერიის, მაჩუ-პიქჩუს, ბუდისტური სალოცავების, ყინულის კაცი ეცის და სხვათა შესახებ. მასალები წარმოდგენილი იყო როგორც ფორმატის, ასევე PowerPoint-ის სახით. გამოყენებული იყო როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროები.

პროექტზე მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაიმდიდრეს ცოდნა და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც მოიძიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203