
თბილისის N39 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათ საქართველოს ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან.
დეკემბერში, მე-9² და მე-9⁴ კლასებში, ისტორიის მასწავლებლის - მარი გერგეშანიას ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველები“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში. (მაგალითად: გურჯი ხათუნი, მართა-მარიამი, ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, უნდილაძეები ირანში, გრიგოლ ბაკურიანისძე, იოანე პეტრიწი, გრიგოლ ფერაძე, დიმიტრი ამილახვარი, მიხეილ მუსხელიშვილი და მრავალი სხვა).
აღსანიშნავია ის რომ ბავშვები გაეცნენ იმ ქართველების მოღვაწეობას, რომელთა უმრავლესობაც სასკოლო პროგრამით არ ისწავლება. ამით კიდევ უფრო გაიღრმავეს თავიანთი ცოდნა.
„მადლობა თითოეულ მათგანს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები: