ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ნახატების კონკურსში
17-03-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო პროექტში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.  

ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, ამჯერად - ნახატების კონკურსში.

კონკურსი ორგანიზებული იყო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ.

გრძელვადიანი კონკურსის ფინალისტები გახდნენ:

  • ელენე დეისაძე;
  • ელენე მეხრიშვილი;
  • ბარბარე კუხიანიძე;
  • ბარბარე ჯიშკარიანი;
  • მარიამ ჩაგუნავა;
  • მარიამ ხარაიშვილი;
  • მარიამ აფხაიძე;
  • ანასტასია ჭოლაძე;
  • ანდრია ტყეშელაშვილი.

ფინალისტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით. ასევე სიგელით დაჯილდოვდა ხელოვნების პედაგოგი ხათუნა თვალოძე.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა მიღწევებით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203