
ლეილი ესოიანი ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის ინგლისურის ენის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად, კრიტიკულ აზროვნებასა და ცხოვრებისეულ უნარებს ასწავლის.
მისი თქმით, სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც ის დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან და მოსწავლის ინტერესებთან. ამ მიდგომებით, კი მოზარდებს წარმატებისკენ უბიძგებს.
მისი თქმით, პროფესიის არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა, ცოდნის გაზიარების და ბავშვების განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილმა, დღეს კი მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ინგლისურის ენის მასწავლებელი ლეილი ესოიანი პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვაძლევთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მხარდაჭერა, ნდობა და საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რწმენა.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არამხოლოდ ცოდნას, არამედ...
- კრიტიკულ აზროვნებასა და ცხოვრებისეულ უნარებს.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ქმნის უსაფრთხო გარემოს და აძლიერებს თანამშრომლობით სწავლას, გუნდურობას და საკომუნიკაციო უნარებს.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- ის დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან და მოსწავლის ინტერესებთან.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- არის კრიტიკული აზროვნება.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ცოდნის გაზიარების და სხვების განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილმა.