თბილისის N28 სკოლის „ნორჩ ეკოლოგთა კლუბ ნეას“ წევრებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
17-03-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი ეკოლოგიური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს „ნორჩ ეკოლოგთა კლუბ ნეას“, რომლის წევრებიც საკლუბო მუშაობის ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე ცოდნას იმდიდრებენ და ეკოლოგიაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, თბილისის N28 საჯარო სკოლაში „ნორჩ ეკოლოგთა კლუბ ნეას“ წევრებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა შედგა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სურსათის უვნებლობის საკითხებზე, მათ შორის პესტიციდების უსაფრთხო გამოყენებისა და საკვების ნარჩენების მართვის მიმართულებით.

მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია და დასვეს კითხვები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ VI- VIII კლასების მოსწავლეები. შეხვედრა წარმართა პედაგოგმა ლიანა ქსოვრელმა. 

​იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203