ქუთაისის N19 სკოლის ქიმიის პედაგოგი STEAM ბანაკში თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს გაეცნო
17-03-2026

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აზიარებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას. 

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი, კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ მეურვე ნ.ბენიძე მასწავლებლების STEAM ბანაკში მონაწილეობდა. 

გაზაფხულის პირველი ნაკადისთვის ბანაკი 7-10 მარტს მოეწყო. 

პედაგოგმა ბანაკში სამი ნაყოფიერი დღე გაატარა და გაეცნო STEAM თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის კიდევ უფრო ეფექტურად და ინოვაციურად წარმართვას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203