ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მე-7 კლასელი გაბრიელ აბზიანიძის სპორტული წარმატებით ხარობენ
17-03-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

სკოლის საამაყო მოსწავლეა გაბრიელ აბზიანიძე, რომელიც საკუთარი სპორტული წარმატებით ახარებს არა მხოლოდ სკოლას, არამედ მთელ ქალაქს. 

მოსწავლიე კლასის დამრიგებელი ლიკა კალანდაძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეს სიამაყით გვაცნობენ და მას ახალი მწვრვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის სიამაყე!  გაბრიელ აბზიანიძე ქუთაისის №32 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეა. იგი გამორჩეულად პასუხისმგებლიანი, თავმდაბალი და ყოველთვის მოწესრიგებული პიროვნებაა.

ეს ის ბიჭია, რომელიც ყოველგვარი ხმაურისა და პომპეზურობის გარეშე, თავისი წარმატებებით ახარებს არა მხოლოდ სკოლას, არამედ მთელ ქალაქს. 

გაბრიელი უკვე 6 წელია, რაც სპორტის ამ სახეობით - ძიუდოთია დაკავებული და მის ანგარიშზე არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა:

  •  ქუთაისის ღია პირველობა: 2023 და 2024 წლებში ზედიზედ ორჯერ დაიკავა პირველი ადგილი;
  •  რესპუბლიკური ტურნირი: 2023 წელს მოპოვებული საპრიზო მესამე ადგილი;
  •  სარეიტინგო ტურნირები: 2024, 2025 და 2026 წლებში მოიპოვა მონაწილეობის ლიცენზია, სადაც საპრიზო ადგილებს არასდროს თმობს!

თავის ასაკობრივ ჯგუფში გაბრიელს არაერთი წამახალისებელი ჯილდო აქვს მიღებული.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს „ოქროს ბიჭს“! 

 

 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203