რა გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს სტატუსის მიხედვით - ახალი მოთხოვნები ცნობილია
28-03-2026

პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის განისაზღვრება ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება დადგინდეს დარგის/აღსანიშნავია, რომ მოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მოდულის სტანდარტული ჩანაწერებით. ხოლო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს დაწესებულების მიერ ძირითადი და მოწვეული მასწავლებლის პოზიციებისთვის. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება იყოს როგორც სავალდებულო, ასევე სასურველი.

გაეცანით ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

1. ძირითად მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება, ან/და პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი არანაკლებ ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე სამ-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

2. მოწვეულ მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვების დროისთვის უნდა იყოს მოქმედი პრაქტიკოსი შესაბამის დარგში.

3. ინსტრუქტორად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

4. ამ მუხლით განსაზღვრული პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დადასტურების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ.

5. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კანდიდატი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, დაწესებულება უფლებამოსილია კანდიდატთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება პროფესიული განათლების მასწავლებლის შესაბამისი სახის მინიჭებასთან დაკავშირებით.

6. პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომელიც ახორციელებს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლებას, შესაძლებელია იყოს როგორც ძირითადი, ისე მოწვეული მასწავლებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203