
„სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში, სადაც შესაძლებელია ბავშვების სწავლა/სწავლება 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე, ბავშვების რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს.
გარდა ამისა, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებს მიეცათ უფლებამოსილება, ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, მომიჯნავე ასაკის ბავშვებისგან ჩამოაყალიბონ მრავალასაკობრივი ჯგუფები, თუმცა ამ შემთხვევაში ბავშვთა რაოდენობა 15-ს არ უნდა აღემატებოდეს.
აღსაზრდელთა კონტინგენტი კი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა; 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა; 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა“.