ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში საგნობრივ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას. ამ მიზნით, კი სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ახლახან, სკოლაში სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ჩართულობით წარიმართა.
აქტივობის ორგანიზატორი იყო პედაგოგი მაკა მერაბიშვილი, რომელმაც სხვა მასწავლებლების დახმარებით წარმატებით ჩაატარა ეს საინტერესო ღონისძიება.
მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და სწრაფი რეაგირების უნარი. კონკურსის ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და საჩუქრებით.
კონკურსის გამარჯვებულები არიან:
I ადგილი – თორნიკე გელაძე;
II ადგილი – ნია კახაძე;
III ადგილი – აჩიკო გელაძე.
„ვულოცავთ, გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც! მადლობა პედაგოგებს შესანიშნავი იდეისთვის და ამ იდეის განხორციელებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტოები: