
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათებს.
პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს:
ა) საკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის სწავლებისთვის განსაზღვრულ საათებსა და ამავე პროგრამის შემადგენელი მოდულის სწავლის შედეგების დადასტურებისთვის განსაზღვრულ შეფასების საათებს;
ბ) არასაკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებელ საათებს.