
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომელიც ძვირფასი ქალბატონების - დედებისა და მასწავლებლების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და მშობლები და მასწავლებლები სიამაყით აღავსეს.
აღსანიშნავია, რომ ვალის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო თუ გასართობი ღონისძიებით, რომელთა მიზანი მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებაა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო