ბაღის ჯგუფებში ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობები განისაზღვრა - დეტალები
16-03-2026

„სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

დადგენილებით განისაზღვრა აღსაზრდელთა კონტინგენტი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;

3-დან 4 წლამდე  ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა; 

4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა“.

რაც შეეხება სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფს, სადაც შესაძლებელია ბავშვების სწავლა/სწავლება 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე, აქ ბავშვების რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203