ქუთაისის N19 სკოლის კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ წევრები კონფერენციაში - „მდგრადი განვითარების მიზნები“ - მონაწილეობდნენ
16-03-2026

ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმაანთლებლო ინიციატივაში, აზიარებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას. 

ახლახან, ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა კონფერენცია თემაზე - „მდგრადი განვითარების მიზნები“

კონფერენცია ორგანიზებული იყო, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე არსებულ ეკოკლუბტერა ნუქსის“ ხელმძღვანელისა და მისი გუნდის მიერ. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქუთაისის N19 საჯარო სკოლის კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ წევრები - მერაბ მამარდაშვილი და გიორგი ფხაკაძე.

მოსწავლეები კონფერენციაზე წარდგნენ თემებით -  „მომავლის ქალაქი“ და „ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია“. 

მოსწავლეთა პრეზენტაციებმა მსმენელის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორ სოფო გველესიანს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203