ქუთაისის N19 სკოლის მე-3 კლასელებს, ბუნებისმეტყველებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირებით, საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ
16-03-2026

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია, III კლასში (დამრიგებელი სოფიო წერეთელი), კომპლექსური  დავალების ფარგლებში, ჩატარებული ინტეგრირებული საგნების შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „ირემი“.

ამ გაკვეთილს წინ უძღოდა საინტერესო რესურსებით დატვირთული გაკვეთილები, რომელთა მასალები დირექციას და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტურად წარედგინა.

შემაჯამებელ გაკვეთილზე მე-3 კლასელები კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ ლექსს -„ირემი“ და ისევ სიღრმისეულად განიხილეს იგი. 

საინტერესო სლაიდებით  ჩაერთო ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მარინა ირემაძე და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნა კორძაძე. საბოლოო პროდუქტის სახით მოსწავლეებმა წარადგინეს პროგრამაში - paint, შექმნილი ირმის საცხოვრებელი გარემო.

ყველა დავალება თავისი ორიგინალობითა და თემის ზუსტი ასახვით იყო შესრულებული. გაკვეთილს უმაღლესი შეფასება მისცა დირექციამ და დამსწრე საზოგადოებამ.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საუკეთესოებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203