საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელებმა დედებს ლამაზი დღესასწაული აჩუქეს 
16-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დედის დღე მასშტაბურად აღინიშნა. 

გაიმართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც არაერთ კლასში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

მათ შორის, დედის დღის კვირეულის ფარგლებში, სკოლა-გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - მადონა ვარდოშვილის ხელმძღვანელობით, 3 მარტის მისალოცი ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ და საყვარელ ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა შემოქმედებით დაუდასტურეს. 

დედებს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა III კლასის მოსწავლეებმა. ბავშვებმა, დამრიგებლის ნარგიზ შელიას ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს, აღნიშნეს დედის ამაგი და ხაზი გაუსვეს მის როლს მომავალი თაობების აღზრდა-განათლების საქმეში. 

ღონისძიებები შთამბეჭდავად წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203