
გაზაფხულის პირველი დღესასწაული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღინიშნა.
1-ელი კლასის მოსწავლეებმა, მოსიყვარულე დამრიგებელთან, ჰაიკანუშ კარაგებაკიანთან ერთად, დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - მათ მრავალფეროვანი ლექსებით, მელოდიური სიმღერებითა და ცეკვით მიულოცეს დედებს დღესასწაული.
„დედა - ეს არის სამყაროს დასაწყისი და ყველაზე თბილი თავშესაფარი“ - სწორედ ამ განწყობით დაემშვიდობნენ მე-5 კლასელები სტუმრებს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ხელოვნება და სიყვარული საუკეთესო საჩუქარია.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო