
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფრმალური განათლების პროექტებში.
π-ის საერთაშორისო დღეს, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ სამუშაო შეხვედრაზე - „AI Web Lab: ვებ-მაგია AI-ის დახმარებით! – 2026“.
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილ დავალებებს და დაიმსახურეს შესაბამისი სერტიფიკატები.
14 მარტი π-ის საერთაშორისო დღეა. π არის მნიშვნელოვანი მათემატიკური მუდმივა, რომელიც მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ფართოდ გამოიყენება. ამ დღის აღნიშვნა ხელს უწყობს მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივებას და გვახსენებს, რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია მეცნიერების სამყარო. მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო აძლიერებს კვლევის, აღმოჩენისა და ცოდნის სიყვარულს.
იხილეთ ფოტოები: