წალკის N1 სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით დაუდასტურეს
16-03-2026

წალკის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ლამაზად აღინიშნა. 

სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ძვირფასი ქალბატონების მიმართ სითბოსა  და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

V-VI კლასების მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, აღნიშნეს დედის და მასწავლებლის როლი საზოგადოებაში და ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. 

ღონისძიება გაიმართა პედაგოგ ეკა ვეზდენისა და ნინო კვიციანის მხარდაჭერით, კომპოზიციის ავტორი კი გახლდათ ნინო ბერიანიძე. 

„დედა, ქალთა დღე, ლექსი, სიმღერა, ცეკვა, იუმორი... ეს იყო ჩვენი 6 მარტის „დღის წესრიგი“

V-VI კლასების მოსწავლეთა ღონისძიება - ეკა (აკა ვეზდენი) მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ნინო მასწავლებლის (ნინო ბერიანიძე) თბილი კომპოზიციითა და ცოტა ჩემი მხარდაჭერითაც

ბედნიერი მაყურებელი, კოლეგები და მადლიერი მშობლები- ეს იყო შეფასება შრომისა და ერთგულებისა, რომელიც არ ილევა, საბედნიეროდ, ჩვენი სკოლის ცხოვრებაში!

ბედნიერი გაზაფხული ყველას!“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო კვიციანი და ღონისძიების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას გვიზიარებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203