მასწავლებელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - 50 წლამდე ქალი გეოგრაფიას ასწავლიდა
13-03-2026

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცნობილი ხდება, რომ საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი.

გავრცელებული ცნობით, 50 წლამდე ქალი, რომელიც ნიუტონის თავისუფალ სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა, დილით სამსახურში წავიდა, თუმცა გაკვეთილების ჩასატარებლად არ მისულა. ძებნაში ახლობლები, მეგობრები ჩაერთნენ და გარდაცვლილი ტაბახმელას გზაზე იპოვეს.

etaloni.ge სკოლის დირექტორს, გიორგი მელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ძალიან კარგი, პოზიტიური ადამიანი იყო: „ძალიან სამწუხარო ფაქტია“... - აღნიშნა დირექტორმა.

რა კვალიფიკაცია მიეცემა საქმეს, გამოძიება დაადგენს.

etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და სასკოლო საზოგადოებას.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203