
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით გაიმართა თბილი და ემოციური ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I, II, III და IV კლასის მოსწავლეები, რომელთაც დედის ამაგს შთამბეჭდავი სანახაობით შეასხეს ხოტბა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა დედის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენას, ბავშვებში მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატვის კულტურის გაძლიერებას.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ლექსები, სიმღერები და სხვადასხვა სახის მხატვრულ-შემოქმედებითი ნომრები, რომლებიც დედებისადმი სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო დაწყებითი კლასების მასწავლებლის ანა სეხნიაშვილის ხელმძღვანელობით. მისი ინიციატივით, მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს პროგრამა, რომელმაც დამსწრეებს განსაკუთრებული
ემოციები მოუტანა.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც, რომლებიც დიდი ინტერესითა და სიხარულით ესწრებოდნენ შვილების გამოსვლებს.
განსაკუთრებით ემოციური იყო მუსიკალური ნომერი, რომლის დროსაც მე-3 კლასელმა ანდრია თავშავაძემ და მისმა დედიკომ - მარიამ სუხიაშვილმა სიმღერა დედაზე შეასრულეს, რამაც დარბაზში განსაკუთრებული ემოციური განწყობა შექმნა.
ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პირველი კლასის დამრიგებელმა თამარ შათირიშვილმა, რომელიც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში.
ღონისძიება დასრულდა დადებითი ემოციებითა და გულთბილი სურვილებით დედების მიმართ.
„ასეთმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლისა და ოჯახის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც მოსწავლეთა ჰარმონიულ განვითარებას უწყობს ხელს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: