წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძვირფას ქალბატონებს კალიგრაფიული ნამუშევრები მიუძღვნეს
13-03-2026

წალკის N1 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი აქტივობა მოეწყო, რომელიც დედისა და ქალთა დღეებს მიეძღვნა და ემსახურებოდა ძვირფასი ქალბატონების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას. 

მოსწავლეებმა ამ ლამაზი დღის აღსანიშნავად კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს და დედებს, ბებიებსა და მასწავლებლებს 3 და 8 მარტი საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს. 

აქტივობას ხელმძღვანელობდა, პედაგოგი ეკა ვეზდენი, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, ასეთ ლამაზ დღეებში კი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვის არეალს მოსწავლეებს სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობით აძლევს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203