თბილისის N46 საჯარო სკოლაში პოეტ მირანდა ერისთავს უმასპინძლეს
13-03-2026

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლაში გამორჩეულ სტუმარს უმასპინძლეს. 

2 მარტს, სკოლას პოეტი, მირანდა ერისთავი ეწვია.

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები, ისაუბრა პოეზიაზე, საყვარელ პოეტებზე, უპასუხა ბავშვების შეკითხვებს.

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და მეტად გაიაზრეს მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობა და პოეზიის სილამაზე.

სკოლაში მადლობას უხდიან მირანდა ერისთავს სტუმრობისთვის. პედაგოგ ნათია დარახველიძეს კი შეხვედრის ორგანიზებისთვის. 

„მადლობა, ერთი რიგითი დღე გაგვილამაზა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203