„მშვიდობით, ჩვენო თბილო და საყვარელო ნინიკო!“ - თბილისის N106 საჯარო სკოლა მოსწავლეს გლოვობს
13-03-2026

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში გლოვაა. სკოლა მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს ნინო ჯიხაიას ემშვიდობება. 

სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თაზარდაცემულია ამ უდიდესი ტრაგედიის გამო, დიდ გულისტკივილს გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო ჯიხაიას.

​არსებობენ ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ სინათლეს ასხივებენ....... ნინო სწორედ ასეთი იყო – საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ჭკვიანი და კეთილი... ის ნაადრევად გაგვიფრინდა.........

ნინომ თან წაიღო ჩვენი გულის ნაწილი, თუმცა დაგვიტოვა უდიდესი სიკეთე, სითბო და სიყვარული, რომელსაც ასე უხვად გასცემდა თანაკლასელებისა და მასწავლებლების მიმართ.

​მისი ბრძოლა და სიმტკიცე ჩვენთვის მაგალითად დარჩება, ხოლო მისი ღიმილი – დაუვიწყარ მოგონებად...

ასმეექვსე სკოლა ის დირექცია, ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები, მოსწავლეები ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას. თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესია...

ასმეექვსე სკოლა ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და ვლოცულობთ მისი სულისთვის.

​ მშვიდობით, ჩვენო თბილო და საყვარელო ნინიკო!“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში. 

etaloni.ge -ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ნინო ჯიხაიას ოჯახსა და სკოლას. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მოსწავლის გარდაცვალების გამო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203