
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომელიც ემსახურებოდა დედის როლის აღნიშვნას და საყვარელი ქალბატონების მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას.
დედის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ სახელწოდებით - „სადაც დედაა, იქ ყოველთვის გაზაფხულია“, სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.
1-ლი კლასის მოსწავლეებმა სიმღერებით, ლექსებით და თბილი სიტყვებით მიულოცეს საყვარელ დედიკოებს, ბებიებს და პატივცემულ მასწავლებლებს გაზაფხულის ეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე.
პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე ზღაპრული სანახაობით წარდგნენ. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ სიუჟეტებში გამოიკვეთა დედაშვილური სითბო და სიყვარული.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პირველკლასელთა დამრიგებელი დიანა კირვალიძე.
იხილეთ ფოტოები: