ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
13-03-2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელის ყველაზე ძვირფასი ადამიანების - დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს. პირველკლასელებისთვის და მათი დედებისთვის განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი იყო ეს დღე, მშობლებს თემატური ლექსები, თბილის სიტყვები, სიმღერები და ცეკვა მიუძღვნეს პატარებმა, მათივე ხელით დამზადებულ თუ ცოცხალ ყვავილებს ჩუქნიდნენ დედიკოებს და ცდილობდნენ ესიამოვნებინათ მათთვის.  დედები კი სიხარულის  ცრემლებს ვეღარ მალავდნენ.

მეოთხეკლასელები კი, დამრიგებელ თამილა ჭაჭუასთან ერთად, სხვადასხვა საინტერესო ნომრებს სთავაზობდნენ ქალბატონებს.

ღონისძიებამ სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა და მოსწავლეთა მშობლებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203