ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლონდონის ღირსშესანიშნაობებს საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მიუძღვნეს
13-03-2026

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. 

ახლახან, მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ლონდონის კულტურული და ისტორიული ძეგლები შეისწავლეს. 

ინგლისური ენის მასწავლებლის - ია ლობჟანიძის ხელმძღვანელობით, მათ მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე - „ლონდონის ღირსშესანიშნაობები“.

მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წაიკითხეს ტექსტები ქალაქის ცნობილ ადგილებზე და აქტიურად უპასუხეს შეკითხვებს, რაც დაეხმარა მათ არა მხოლოდ ენის პრაქტიკაში გამოყენებაში, არამედ ბრიტანული დედაქალაქის ისტორიისა და არქიტექტურის უკეთ გაცნობაშიც

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203