
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში ქალთა დაცვის საერთაშოროსო დღე ღონისძიებით აღინიშნა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა დიდი სითბოთი და სიყვარულით მიულოცეს ეს დღე დედებსა და ქალბატონებს და მათთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოამზადეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი ნომრები, წაიკითხეს ლექსები და თბილი სიტყვებით გამოხატეს მადლიერება საყვარელი ქალბატონების - დედებისა და მასწავლებლების მიმართ.
გამორჩეული იყო მოსწავლეთა მიერ მხატვრულად წაკითხული ლექსი „დედის ხელები“, რომელმაც დედებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მშობლიური ენის მასწავლებელი ვარსიკ სიმონიანი.
იხილეთ ვიდეო