„ქალი - მზის სხივი!“ - გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეებმა დედებს, ბებიებსა და მასწავლებლებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
13-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღინიშნა.

მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს დედებს, ბებიებსა და მასწავლებლებს ეს ლამაზი დღე. ღონისძიება, სახელწოდებით - „ქალი - მზის სხივი!“, სავსე იყო ემოციებით, მადლიერებითა და პატივისცემით ქალის მიმართ - იმ ადამიანის მიმართ, რომელიც სიყვარულით, ძალითა და სიბრძნით ამშვენებს სამყაროს.

ღონისძიება თბილ და სიყარულით სავსე გარემოში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - თამარ გორგაძემ და ნუგზარ მარკოიძემ.  

„კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა ქალს ამ მშვენიერ დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და უსასრულო სიყვარულს. 

მადლობა მასწავლებლებს - თამარ გორგაძესა და ნუგზარ მარკოიძეს, რომელთაც გაუწიეს ორგანიზება.

მადლობა ჩვენი სკოლის უნიჭიერეს მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ კადრებს გვიზიარებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203