არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანა ბუჩუკურ​მა, ლილე ბუთხუმა, ლიკა ირიაულმა, ძიუდოში, საქართველოს სარეიტინგო ტურნირ​ზე სახელოვნად იასპარეზეს
12-03-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში პატარა ჩემპიონები იზრდებიან, რომელთა მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

სკოლის მოსწავლეებმა - ლილე ბუთხუმა, ლიკა ირიაულმა და ანა ბუჩუკურ​მა, ძიუდოში, საქართველოს სარეიტინგო ტურნირზე წარმატება მოიპოვეს.

მიმდინარე წლის 27-28 თებერვალს, ქალაქ თბილისში, დიღმის ძიუდოს აკადემიის დარბაზში, გაიმართა საქართველოს მეორე სარეიტინგო ტურნირი 2012-2013 და 2014-2015 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს სოფელ არხილოსკალოს ძიუდოისტებმა.

სასიხარულოა, რომ ტურნირზე ღირსეულად წარმოაჩინეს თავი არხილოსკალოს საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ლილე ბუთხუმამ და ლიკა ირიაულმა, რომლებმაც 28 და 36 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ორივე ნორჩი სპორტსმენი უკვე წელიწადზე მეტია მონდომებითა და შეუპოვრობით ვარჯიშობს არხილოსკალოში არსებულ ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ კომპლექსში, მწვრთნელების კახა წიკლაურის, ტარიელ ბექაურისა და ნიკოლოზ ხუზაურაშვილის ხელმძღვანელობით.

„მათ მიერ ამ მოკლე დროში მიღწეული შედეგები ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და გვარწმუნებს, რომ მომავალში ისინი კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევენ“, - აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მათი წარმატებით. 

ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა IX კლასის მოსწავლე ანა ბუჩუკურმა და გამარჯვება მოიპოვა.

არხილოსკალოს საჯარო სკოლა, სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე გულითადად, დიდი სიამაყით ულოცავენ, ანა ბუჩუკურს, ლილე ბუთხუზსა და ლიკა ირიაულს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებენ მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს.

„გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენი გოგონები მომავალშიც არაერთხელ ასახელებენ საკუთარ სოფელს, მწრვრთნელებს, სკოლას, ოჯახს და მუნიციპალიტეტს.

ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას, მედალსა და წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203