ეზღუდებათ თუ არა კერძო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება - მინისტრის მოადგილის განმარტება
14-03-2026

უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები უცხოელი სტუდენტების მიღებისას მხოლოდ 5 პროცენტიანი კვოტა იქნება გათვალისწინებული, თუმცა,  განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განმარტა, რომ შეზღუდვა არ გავრცელდება კერძო უნივერსიტეტებზე და პირიქით, იგეგმება მათთვის კვოტების გაზრდა: 

„სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია 5%-იანი კვოტა, ხოლო კერძო უნივერსიტეტებისთვის არსებული კვოტის გაზრდა იგეგმება.

მთავრობის დადგენილებაში პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ საერთო კვოტირების 5% სახელმწიფო უნივერსიტეტებს მთლიანად უნარჩუნდებათ უცხოენოვანი სტუდენტების მხრივ. კერძო უნივერსიტეტებში კი პირიქით, არა მარტო იზღუდება, არამედ იგეგმება კვოტირების გაზრდაც. მეტი მოლოდინები გვაქვს, რომ კერძო უნივერსიტეტებში გადანაცვლების შედეგად კიდევ უფრო მეტი შემოსავლები გაჩნდება ქვეყანაში“, - აღნიშნა გაბისონიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203